26.მარტი .2020 17:36

WHO: კორონავირუსი არის ხალხის "ნომერ პირველი მტერი"

views 919
უკან

კორონავირუსი არის ხალხის "ნომერ პირველი მტერი", – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (World Health Oganization - WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტედროს გებრეიესუსის თქმით, COVID-19-ის პანდემია გრძელდება და "მხოლოდ საზღვრების ჩაკეტვითა და შეზღუდვების დაწესებით" ვირუსის დამარცხება ვერ მოხერხდება.

"ადამიანების სახლში დარჩენით და მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვით, მხოლოდ დროს ვიგებთ და ჯანდაცვის სისტემას ზეწოლისგან ვიცავთ, თუმცა მხოლოდ ეს ზომები ეპიდემიას არ აღმოფხვრის", – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
 
მისივე თქმით, მსოფლიომ შექმნა ახალი "შესაძლებლობის ფანჯარა" ვირუსთან საბრძოლველად, თუმცა ახლა მთავარია, "ამ შანსის სწორად გამოყენება".

"ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ ექვს გადამწყვეტ ნაბიჯს – გააფართოვეთ, ჩაუტარეთ ტრენინგები და ეპიდემიის ეპიცენტრში გააგზავნეთ თქვენი ჯანდაცვის პერსონალი. მეორე – აამოქმედეთ სისტემა, რომლითაც ყველა საეჭვო შემთხვევას თემის დონეზე გამოავლენთ. მესამე – გაზარდეთ წარმოება და ტესტირების შესაძლებლობა. მეოთხე – განსაზღვრეთ ის ადგილები, სადაც მოხდება პაციენტების იზოლაცია, მოახდინეთ ამ შენობების ადაპტაცია და იყავით მზად. მეხუთე – შეიმუშავეთ მკაფიო გეგმა, რომლითაც კონტაქტების იზოლაციას და კარანტინში გადაყვანას შეძლებთ. მეექვსე და უკანასკნელი – მოახდინეთ მთელი მთავრობის ფოკუსირება COVID-19-ის კონტროლსა და შეკავებაზე", – განაცხდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.