14.მაისი .2020 19:20

WHO: კორონავირუსი შესაძლოა, არასდროს გაქრეს, მისი კონტროლი უნდა ვისწავლოთ

views 474
უკან

კორონავირუსი შესაძლოა, არასდროს გაქრეს, – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ექიმმა მაიკ რაიანმა გააკეთა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ეს ვირუსი, შესაძლოა, კიდევ ერთ ენდემურ ვირუსად იქცეს და არასდროს გაქრეს. აივ-ინფექცია არ გამქრალა. ამ ორ დაავადებას არ ვადარებ ერთმანეთს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეალურად შევხედოთ მოვლენებს. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს შეეძლოს იმის პროგნოზირება, თუ როდის ან საერთოდ გაქრება თუ არა ეს დაავადება“, - აღნიშნა მაიკ რაიანმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაქცინა იარსებებს, ვირუსის კონტროლისთვის დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო.