მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელება გამორიცხული არ არის

5f057f0d0738b
ნათია თაქთაქიშვილი
08.07.20 12:23
1544
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ანგარიშის გადახედვას აპირებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელება გამორიცხული არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მას შემდეგ გაკეთდა, რაც 200-ზე მეტმა მეცნიერმა ერთობლივი წერილით მიმართა ორგნიზაციას, რომელშიც აცხადებენ, რომ კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის შესაძლებლობა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სათანადოდ შეფასებული არ არის.

მეცნიერების განცახდებით, კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის მტკიცებულებები ჩნდება, თუმცა ჯერ დამტკიცებას საჭიროებს. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, საჯარო სივრცეებში, განსაკუთებით ძალიან სპეციფიკურ პირობებში, ხალხმრავალ, დახურულ, ცუდი ვენტილაციის მქონე ადგილებში, ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის შესაძლებლობა არ არის გამორიცხული.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ "კოვიდ-19"-ის მსგავსი რესპირატორული დაავადება ვრცელდებოდა ძირითადად ინფიცირებული ადამიანის დაცემინების, ან დახველების დროს გამოყოფილი წვეთებით.