09.მარტი .2020 21:18

WHO: კორონავირუსის პანდემიის საფრთხე ახლა „ძალიან რეალურია“

views 1386
უკან

კორონავირუსის პანდემიის საფრთხე ახლა "ძალიან რეალურია", ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა. ჯანდაცვის მსოფლიო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვირუსი ფეხს იკიდებს ძალიან ბევრ ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიის რისკი იზრდება. თუმცა, ყოველდღიურ ბრიფინგზე საუბრისას ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ის მიესალმება იმ ფაქტს, რომ მხოლოდ ქვეყნების მცირე ნაწილში ფიქსირდება საზოგადოებაში ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადადების ნიშნები.

მან ასევე მთავრობებს მოუწოდა ეცადონ ვირუსის შეჩერებას, რათა ის კიდევ უფრო არ გავრცელდეს.

Independent