ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ქვეყნებს მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ, როცა შეზრუდვების მოხსნას დაიწყებენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, შეზღუდვების ნაადრევმა გაუქმებამ შესაძლოა ვირუსის ახალი ტალღა გამოიწვიოს.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ნაადრევად არ მოხდეს შეზღუდვების მოხსნა, რათა ვირუსის ხელახალი გავრცელება არ მოხდეს. ეს იგივეა, როცა ავად ხარ და საწოლიდან ჯერ კიდევ ცუდად მყოფი ადგები და სირბილს დაიწყებ. ასეთ დროს შესაძლოა დაავადება გაგირთულდეს“,-განაცხადა ორგანიზაციის პრესსპიკერმა, კრისტიან ლინდმეიერმა.
შეგახსენებთ, ჩეხეთსა და დანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებენ. კერძოდ, 9 აპრილიდან სპეციალიზებული და სამშენებლო მასალების მაღაზიები გაიხსნება. პრაღაში ასევე დაშვებული იქნება სპორტული აქტივობა. მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, ირბინონ ან ველოსიპედით გადაადგილდნენ.
რაც შეეხება დანიას, აქაც აპირებენ მკაცრი ზომების შემსუბუქებას. კერძოდ, საბავშვო ბაღები და დაწყებითი საფეხურის სკოლები სწავლას 15 აპრილიდან განაახლებენ. დანარჩენი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი 10 მაისიდან განახლდება. ამასთან, ბარები, რესტორნები, ღამის კლუბები, სილამაზის სალონები და სავაჭრო ცენტრები დახურული იქნება. დროებით კვლავ აკრძალული იქნება ათ კაცზე მეტის შეკრება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი