მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: კორონავირუსის სამკურნალო „ოქროს წესი“ შესაძლოა არასდროს გამოჩნდეს

5f29186bbbfe4
ნათია თაქთაქიშვილი
04.08.20 12:30
3566
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) აცხადებენ, რომ კორონავირუსის სამკურნალო „ოქროს წესი“ შესაძლოა არასდროს გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ სწორედ ამ მიზნით აუციელბელია ადამიანებმა ისწავლონ იმ ნორმების დაცვით ცხოვრება, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კარნახობს, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა და ნიღბის გამოყენება.

„ყველამ უნდა გავაკეთოთ ეს“,- განაცხადა გებრეისუსმა.

WHO-ს ხელმძღვანელის განცხადებით, ამჟამად რამდენიმე ვაქცინის გამოცდა დასკვნით ეტაპზეა და მსოფლიოს იმედი აქვს, რომ კვლევები წარმატებით დასრულდება.

„ვაქცინა არ ნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მყისიერი საშუალება ნაპოვნია. შესაძლოა ვირუსის სამკურნალო „ოქროს წესი“ არასდროს გამოჩნდეს“- განაცხადა გებრეისუსმა.

შეგახსნებთ, რომ ამჟამად გლობალური მასშტაბით აღრიცხული კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 18 მილიონს აჭარბებს. ვირუსით 689,000 ადამიანი გარდაიცვალა.