მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებს

600984fba191a
ნათია თაქთაქიშვილი
21.01.21 18:11
631
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებს და ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით პანიკა საჭირო არ არის.

გენერალური დირექტორის მოადგილის, მარიანჟელა სიმაუს განცხადებით, WHO აქტიურად მუშაობს კოვიდ-ვაქცინის დოზების თანაბარ განაწილებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებს. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა ყველა ქვეყანას, ყველა ადამიანს ვაქცინებზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

მარიანჟელა სიმაუს განმარტებით, ვაქცინაციის პროგრამა 50-მდე ქვეყანამ დაიწყო და აქედან 40 მაღალი შემოსავლების მქონე სახელმწიფოა. მისი განცხადებით, ვაქცინის პირველ დოზებს ყველა ქვეყანა თებერვლის ბოლოსთვის მიიღებს.

„ვაქცინაცია კორონავირუსს არ ანადგურებს, მაგრამ მის გავრცელებას ნადვილად აჩერებს. ამჟამად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ისევ სწავლობს, რომელი კომპანიის ვაქცინა არის ყველაზე ეფექტური კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ და მალე უფრო დაზუსტებული შედეგები გვექნება“, - აღნიშნა მან.