მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: კორონავირუსს აფრიკის ჯანდაცვის სისტემაზე დამანგრეველი გავლენა აქვს

5fa4001babd17
ნათია თაქთაქიშვილი
05.11.20 22:44
788
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგნიზაცია (WHO) აცხადებს, რომ კორონავირუსს აფრიკის ჯანდაცვის სისტემაზე დამანგრეველი ეფექტი აქვს. ბოლო მონაცმებით, კონტინენტზე ინფიცირების ორ მილიონამდე დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაიცვალა 43 700 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, იანვრიდან აგვისტოს პერიოდში გეგმური აცრები არ ჩაუტარდა დაახლოებით 1.32 მილიონ ბავშვს, რაც ჯანდაცვის სექტორში კორონავირუსის გამო გაჩენილ კრიზისს და ეგრეთ წოდებულ „ლოქდაუნებს“ უკავშირდება.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კონტინენტზე გამოცხადებული პერიოდული „ლოქდაუნების" გამო, მარტი-აგვისტოს პერიოდში საჭირო სერვისის მიღება ვერ შეძლო 361 000-მა ორსულმა ქალმა და დაახლოებით 310 შემთხვევა დასრულდა სიკვდილიანობით.

WHO აცხადებს, რომ „ლოქდაუნების" მოხსნის კვლადაკვალ პერიოდულად კონტინენტზე უმჯობესდება სამედიცინო სერვისების მიწოდება, მათ შორის ბავშვთა იმუნიზაცია, რაც დამატებითი დაავადების გაჩენისგან იცავს მოსახლეობას.