12.მაისი .2020 11:54

WHO: კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია საკარანტინო ზომების ნელი მოხსნა

views 370
უკან

კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია საკარანტინო ზომების ნელი და სტაბილური მოხსნა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმ, ტედროს გებრეიესუსმა კონფერენციაზე განაცხადა.

გებრეიესუსის თქმით, შეზღუდვების მოხსნა კომპლექსური და რთული საკითხია, მაგრამ მზარდი შემთხვევების საპასუხოდ, სამხრეთ კორეას, გერმანიას და ჩინეთს შესაბამისი სისტემები აქვთ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, შეზღუდვების მოსახსნელად ქვეყნები უნდა დარწმუნდნენ, რომ ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება და ისინი მზარდ შემთხვევებთან გამკლავებას შეძლებენ.

გაერო რეკომენდაციით მიმართავს სკოლებს, რომ სასწავლო პროცესის განახლების დროს ფიზიკური დისტანცირება უზრუნველყონ.