02.თებერვალი .2020 01:28

WHO კორონავირუსთან დაკავშირებულ მითებს აქარწყლებს

views 7436
უკან

2020 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12,039-ია, ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი კი 259-ს აჭარბებს. დღეს, ცენტრალურ ჩინეთში 11-მილიონიანი ქალაქი უხანი და მის გარშემო არსებული ჰუბეის პროვინცია ფაქტობრივად ჩაკეტილია, ქვეყნები თავიანთი მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით ჩინეთში სპეციალურ რეისებს აგზავნიან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ კი ვირუსთან დაკავშირებით გლობალური საგანგებო ვითარება არის გამოცხადებული. 

დღესვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლითაც ახალ ვირუსთან დაკავშირებით რამდენიმე მცდარი ინფორმაცია გააქარწყლა და ვირუსის შესახებ დასმულ კითხვებს გაეცა პასუხი. 

#1 შეუძლიათ თუ არა შინაურ ცხოველებს გაავრცელონ კორონავირუსი (2019-nCoV)?

"დღეისათვის, არ არსებობს მტკიცებულება, რომ შინაურ ცხოველებს, როგორიცაა ძაღლი ან კატა, შეიძლება დაინფიცირდნენ ახალი ვირუსით. თუმცა, ამის მიუხედავად, უმჯობესი იქნება, თუ მათთან კონტაქტის შემდგომ ხელებს საპნით დაიბანთ, რაც სხვადასხვა ბაქტერიის, მათ შორის E.coli-სა და სალმონელას გავრცელებისგან დაგიცავთ."

#2 ახდენს თუ არა ახალი კორონავირუსი გავლენას მხოლოდ ასაკოვან ადამიანებზე, თუ უფრო მეტად მცირეწლოვნები არიან რისკის ქვეშ?

"ყველა ასაკის ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ახალი კორონავირუსით (2019-nCoV). ხანდაზმულები და არსებული სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები (მაგალითად, ასთმა, დიაბეტი, გულის ქრონიკული დაავადება) ვირუსის მიმართ უფრო მოწყვლადია.

WHO ყველა ასაკის ადამიანებს ურჩევს, მიიღონ ზომები ვირუსისგან თავის დასაცავად, მაგალითად, კარგი ჰიგიენის დაცვით და რესპირატორული ჰიგიენის დაცვით."

#3 ეფექტურია თუ არა ანტიბიოტიკების მიღება ახალი კორონავუსის პრევენციისა და მკურნალობისთვის?

"არა, ანტიბიოტიკები არ გამოიყენება ვირუსების წინააღმდეგ. მხოლოდ ბაქტერიების წინააღმდეგ ინიშნება ანტიბიოტიკური მკურნალობა. 

კორონავირუსი (2019-nCoV) არის ვირუსი და, შესაბამისად, ანტიბიოტიკები არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც პრევენციის ან მკურნალობის საშუალება.

თუმცა, თუ თქვენ უკვე ხართ კორონავირუსით დაინფიცირებული, საავდმყოფოში მკურნალობისთვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს ანტიბიოტიკებიც, რათა არ მოხდეს სხვა, პარალელური ინფექციის განვითარება."

#4 არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული მედიკამენტები ახალი კორონავუსის პრევენციის ან მკურნალობისთვის?

"დღემდე, არ არის დადგენილი რაიმე ფარმაცევტული საშუალება, რომელიც თავიდან აგაცილებთ კორონავირუსს. 

ამასთან, ვირუსით ინფიცირებულებმა უნდა მიიღონ სათანადო მკურნალობა სიმპტომების შესამსუბუქებლად.

მიმდინარეობს ახალი ფარმაცევტული საშუალებების კვლევა, ისინი შემოწმდებიან კლინიკური კვლევებით. WHO ეხმარება პარტნიორ მხარეებს დაჩქარდეს კვლევისა და ძიების მიმართულებით ძალისხმევა."

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა