მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: კორონავრუსით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევები ახალგაზრდებს უკავშირდება

5f21672268a20
ნათია თაქთაქიშვილი
29.07.20 23:00
1044
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის დირექტორის, ექიმ ჰანს კლუგეს თქმით, ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევები ახალგაზრდებს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კლუგემ აღნიშნა, რომ აუცილებელია მთავრობებსა და ახალგაზრებს შორის პანდემიასთან დაკავშირებით უკეთესი კომუნიკაცია შედგეს.

კლუგეს განცხადებით, ახალგაზრდებს „ამ ზაფხულის ჩაგდება არ სურთ“.

„ადგილობრივი კერები და „კოვიდ-19“-ის მზარდი შემთხვევები უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. ვიცით, რომ ეს ადამიანთა ქცევაში ცვლილებების შედეგია. ჩვენ რამდენიმე ჯანდაცვის უწყებიდან მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლად ინფიცირებულების დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან. მათ საკუთარი თავის, თავის მშობლების, ბებიებისა და ბაბუების, ასევე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა აკისრიათ. ჩვენ ახლა უკვე ვიცით, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და ეს ცოდნა უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა კლუგემ.