მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: კოვიდს რეალურად 15 მლნ ადამიანი ემსხვერპლა

62742a414f4f8
თამთა ჯიჯავაძე
06.05.22 00:15
1315
კოვიდპანდემიის შედეგად მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 15 მლნ ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს. აღსანიშნავია, რომ ეს სიკვდილიანობის 13%-ით მაღალი მაჩვენებელია იმასთან შედარებით, რაც ორი წლის განმავლობაში იყო მოსალოდნელი. როგორც ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, ბევრმა ქვეყანამ კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა არასრულად აღრიცხა, ამიტომ ოფიციალურად დაახლოებით მხოლოდ 5.4 მლნ გარდაცვალებაა დაფიქსირებული.

WHO-ს ცნობით, მხოლოდ ინდოეთში 4.7 მლნ კოვიდგარდაცვალება დაფიქსირდა, რაც 10-ჯერ მეტია ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით.

მეცნიერები, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად მონაცემების შეგროვებაში იღებდნენ მონაწილეობას, აცხადებენ, რომ სუბსაჰარული აფრიკის რეგიონში კოვიდის შედეგად გარდაცვლილთა სინამდვილესთან შედარებით მცირე რაოდენობა დაფიქსირდა. ამიტომაც აფრიკის 54 ქვეყნიდან 41-ში არასანდო მონაცემებია წარმოდგენილი.

სტატისტიკოსი სიეტლის უნივერსიტეტიდან, პროფესორი ჯონ ვეიკფილდი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის, საჭიროა მსოფლიოს უკეთესი მონაცემთა შეგროვების სისტემები ჰქონდეს შემუშავებული.