მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO-მ კოვიდის სამკურნალოდ Regeneron-ის პრეპარატი დაამტკიცა

614de9dd85bf4
ნათია თაქთაქიშვილი
24.09.21 23:20
4795
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის სამკურნალოდ აშშ-ს ბიოტექნოლოგიური კომპანიის Regeneron-ის მიერ შექმნილი პრეპარატი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Regeneron-ის მიერ შექმნილი პრეპარატი მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილს წარმოადგენს, რომელიც ხელს უშლის ვირუსს დანარჩენ ჯანმრთელ უჯრედებზე გავრცელებაში.

გამოცემა წერს, რომ პრეპარატის გამოყენება იმ პაციენტებში იგეგმება, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა, სავალალო შედეგებამდე მივიდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია წუხს პრეპარატის მაღალი ფასის გამო და ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტოსთან ერთად პრეპარატის ღირებულების შემცირებაზე მუშაობს, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისათვის.

Deutsche Welle-ს ცნობით, იაპონია იყო პირველი, რომელმაც Regeneron-ის მიერ შექმნილ პრეპარატს გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა გასულ ივლისს, ხოლო ახლახან პრეპარატი დაუყოვნებელი გამოყენებისათვის ევროკავშირმა, აშშ-მა, ინდოეთმა, შვეიცარიამ და კანადამ დაამტკიცა.