მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO-მ პლანქვენილის კლინიკური შემოწმება შეაჩერა

5eeb303a1f55f
ნათია თაქთაქიშვილი
18.06.20 20:45
1123
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გადაწყვეტილებით, პლანქვენილით ანუ ჰიდროქსიქლოროქინით COVID-19-ის მკურნალობის ცდები შეჩერდა. ინფორმაციას NBC NEWS-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ „ჰიდროქსიქლოროქინი“, რომელიც მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება, ახალი ტიპის კორონავირუსზე გავლენას არ ახდენს.

გამოცემა წერს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განახლებული მონაცემებით, ჰიდროქსიქლოროქინი COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში სიკვდილიანობის დონეს ვერ ამცირებს.

მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს კვლევებს COVID-19-ის პრევენციისა და პაციენტების რეაბილიტაციის მიზნით „ჰიდროქსიქლოროქინის“ გამოყენების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ „ჰიდროქსიქლოროქინის“ გამოყენების ნებართვა გააუქმა.

შეგახსენებთ, რომ WHO ცოტა ხნით ადრე პრეპარატი „სოლიდარობის კვლევიდან“ ამოიღო, ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით, თუმცა მოგვიანებით Lancet-მა ავტორის თხოვნის საფუძველზე სტატია უკან წაიღო და WHO-მაც პლაქვენილი კვლევაში დააბრუნა.