მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO-მა პლაქვენილის ეფექტურობის შესწავლა განაახლა

5ed89c1e77927
ნათია თაქთაქიშვილი
04.06.20 23:00
1197
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გადაწყვიტა, განაახლოს ჰიდროქსიქლოროქვინის (იგივე პლაქვენილის) შესწავლა. მედიკამენტის კვლევებში დაბრუნების მიზანია, მისი ეფექტურების დადგენა COVID-19-ის სამკურნალოდ. ამის შესახებ ინფორმაცია WHO-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს გებრეიესუსი აცხადებს, პრეპარატის დაბრუნება სოლიდარობის კვლევაში მის ეფექტურობას არ ამტკიცებს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სოლიდარობის კვლევაში ჰიდროქსიქლოროქვინის გამოყენება დროებით შეაჩერა. ამის მიზეზი გახდა სამედიცინო ჟურნალ “ლანცეტში” გამოქვეყნებული ემპირიული კვლევა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ით დაავადებულ მძიმე პაციენტებს, რომლებიც ამ პრეპარატს იღებდნენ, გარდაცვალების რისკი ეზრდებოდათ.

სოლიდარობის კვლევა WHO-ს ინიციატივით 35 ქვეყნის 400-მდე საავადმყოფოში ტარდება. კვლევის მიზანია გამოკვეთოს, ამჟამად რომელია ეფექტური კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატებიდან. კვლევაში მონაწილეობს “გილეადის” მიერ წარმოებული “რემდესივირიც”.