მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO მიერ "სინოვაკისთვის" ავტორიზაციის მინიჭებაზე მსჯელობა ივნისის თვეს არ გასცდება - იმნაძე

60af8f2502ac4
ინგა მურუსიძე
27.05.21 16:25
497
ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკისთვის“ ავტორიზაციის მინიჭებაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოეს მომავალში იმსჯელებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ავტორიზაციის საკითხზე მსჯელობა ივნისის თვეს არ უნდა გასცდეს.

„თარიღები იგივეა, რაც აქამდე ვიცოდით. ივნისის თვეს არ უნდა გასცდეს, ველოდებით ყოველკვირეულად ან ამ, ან იმ კვირაში, რომ ეს საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს ჯანმომ და მისცეს ავტორიზაცია ამ ვაქცინას. ეს არის უახლესი ინფორმაცია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ: საქართველოში ჩინური „სინოვაკით“ ვაქცინაცია უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ვაქცინას ჯერ WHO-ს ავტორიზაცია არ აქვს.