მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: მსოფლიოს ესაჭიროება ეფექტური ვაქცინა, ეპიდემიის დასრულება ჯერ შორსაა

5ef1f2df1c85b
ნათია თაქთაქიშვილი
23.06.20 19:24
1739
"კორონავირუსთან ბრძოლაში გლობალური ხელმძღვანელობისა და ერთიანობის ნაკლებობა უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე თავად ეპიდემია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჯანდაცვის ონლაინ ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის პოლიტიზებამ სიტუაცია გააუარესა.

„უდიდესი საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ, არ არის თავად ვირუსი. არამედ, ეს არის გლობალური სოლიდარობის და გლობალური ხელმძღვანელობის ნაკლებობა. პანდემიას ვერ დავამარცხებთ დაყოფილი მსოფლიოთი. მსოფლიოს უკიდურესად ესაჭიროება ეროვნული ერთობა და გლობალური სოლიდარობა. პანდემიის პოლიტიზებამ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია. არცერთი ჩვენგანი არ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ყველანი არ ვიქნებით უსაფრთხოდ. საერთაშორისო თანამშრომლობას ამ მიზნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მსოფლიოს ესაჭიროება ეფექტური ვაქცინა და ეპიდემია დასრულებისგან ჯერ კიდევ შორსაა“, - განაცხადა გებრეიესუსმა.