მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდულ მაჩვენებლებზე აცხადებს

5ec62a6b2dcf0
ნათია თაქთაქიშვილი
21.05.20 11:12
828
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის (World Health Orgnization), ტედროს გებრეისუსის თქმით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე COVID-19-ის ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას  CNN-ი ავრცელებს.

„ამ პანდემიაში ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ბოლო 24 საათში მსოფლიოში ვირუსის 106,000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა ტედროს გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შემთხვევების ორი მესამედი ძირითად ოთხ ქვეყანაზე მოდის, ესენია: ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ბრაზილია და ინდოეთი.

21 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების ჯამურმა რიცხვმა 5,090,642 შეადგინა, გარდაიცვალა 329,754 ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა 2,025,716 ადამიანი.