მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხა დაიხარჯება ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ და ჯანდაცვის პროექტზე?

5fd354f54ee29
ლიკა გურაბანიძე
11.12.20 23:00
1275

“ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 ათასი ლარი განისაზღვრება სოციალურ და ჯანდაცვის პროექტზე, რაც შეეხება ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, აქ დაახლოებით 250-დან 300 ათას ლარამდე მოცულობის თანხაა, ხოლო დანარჩენი ნაწილი ფისკალურ ინტერესებს არ ეხება და ორიენტირებულია ბიუროკრატიის შემცირებაზე და გამარტივებულ წესებზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობისგან ხორციელდება.” - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქუთაისს ეკონომიკური განვითარებისთვის სხვადასხვა სახის შესაძლებლობები აქვს, მათ შორის როგორიცაა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ტურიზმის სექტორი, რაც ძირითად ეკონომიკურ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.

“2021 წლისთვის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი იქნება სხვადასხვა სახის ინიციატივების შესწავლა, მათ შორის ისეთის, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე 5 წელზე მეტი ხანდაზმულობით ხორციელდება. პირველ რიგში კონკრეტული მიზნების დასახვა უნდა მოხდეს, მაგალითად, რა სამიზნე აუდიტორიაზე გავალთ.

პროცესი მიმდინარეობს პირველ ეტაპზე საკრებულოს მხრიდან გარკვეული რეკომენდაციების გაცემა აღმასრულებელი რგოლის მისამართით იყო. დიალოგი სხვადახვა ჯგუფებს შორის მიმდინარეობდა, ამჟამად ამ ბიუჯეტის პროექტზე დარგობრივი კომისიური განხილვები უკვე მოხდება, ასევე მოხდება სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიებთან ერთად ამ პროცესის განხილვა, რათა ეფექტური იყოს და მოსახლეობის ინფორმირება ბიუჯეტის არსებულ პარამეტრებზე გაიზარდოს", - განაცხადა შენგელიამ.

მისივე თქმით, ქუთაისს ეკონომიკური განვითარებისთვის სხვადასხვა სახის შესაძლებლობები აქვს, მათ შორის, როგორიცაა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ტურიზმის სექტორი, რაც ძირითად ეკონომიკურ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.” - განმარტა შენგელიამ.