13.აპრილი .2021 12:17

WHO: „პანდემიის დასრულებამდე ჯერ გრძელი გზაა“

WHO: „პანდემიის დასრულებამდე ჯერ გრძელი გზაა“
views 445
უკან

„მთავრობების მიერ კორონავირუსის პანდემიის მიმართ არათანამიმდევრულმა, დაბნეულმა და თვითკმაყოფილმა ნაბიჯებმა ჯანმრთელობის მსოფლიო კრიზისი გამოიწვია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიზუსმა განაცხადა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

მისივე თქმით, მიუხედავად სახელმწიფოების მიერ ჩატარებული 780 მილიონზე მეტი COVID-19 ვაქცინაციისა, ინფიცირების შემთხვევები გლობალურად მაინც იზრდება. ჯანმოს ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისთვის გამოიკვეთა ის, რომ ინფიცირების შემცირების მცირე პერიოდს, საშუალოდ 7-კვირიანი ეტაპი მოსდევს, რა დროსაც შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ამას კი, თავის მხრივ, დაინფიცირებულების სიკვდილიანობის ზრდა მოჰყვება, რომელიც საშუალოდ 4 კვირის განმავლობაში გრძელდება.

„საჭიროა თანამიმდევრული, კოორდინირებული და ყოვლისმომცველი მიდგომა. COVID-პანდემიის დასრულებამდე ჯერ გრძელი გზაა“, - განაცხადა ტედროს გებრეიზუსმა.

ამასთან, ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გააკრიტიკა ის ქვეყნები, სადაც "რესტორნები და ღამის კლუბები სავსეა, ბაზრები ღიაა და იქ ხალხმრავლობაა“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა