მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: პეკინში გაჩენილი „ბაზრის კლასტერი“ საყურადღებოა

5ee8818995e82
ნათია თაქთაქიშვილი
16.06.20 12:26
814
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ პეკინში გაჩენილი „ბაზრის კლასტერი“ საყურადღებოა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ერთი მხრივ, ეს დიდი სიახლეა. ჩინეთში, სადაც უკვე 50 დღეა, ადგილობრივი გავრცელების მნიშვნელოვანი მატება არ ფიქსირდება, ასეთი კლასტერი ნამდვილად საყურადღებოა. საჭიროა, მისი გამოძიება და გაკონტროლება“, – განაცხადა რაიანმა.

მედიიის ინფორმაციით, პეკინში „ბაზრის კლასტერის“ გამო 29 უბანი კარანტინშია. კლასტერს უკვე 100-ზე მეტი შემთხვევა უკავშირდება. ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 27 - პეკინში.