მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: ქვეყნებმა ვირუსს თავად უნდა ებრძოლონ, მოგზაურობაზე შეზღუდვები სულ ვერ გაგრძელდება

5f1eee17f16f8
ნათია თაქთაქიშვილი
27.07.20 21:00
1008
მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაციის (WHO) განცხადებით, ქვეყნებმა ვირუსს თავად უნდა ებრძოლონ საკუთარ საზღვრებთან, ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვები სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას USNEWS-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევები ქვეყნების ნაწილს გარკვეული აკრძალვების დაწესებისკენ უბიძგებს, მაგალითისთვის დიდმა ბრიტანეთმა ესპანეთიდან დაბრუნებული ტურისტებისთვის კარანტინი გამოაცხადა.

WHO-ს გენერალური დირექტრო ტედროს გებრეისუსი კი აცხადებს, რომ ვირუსის შესაჩერებლად ერთადერთი სწორი გზა პირბადეების გამოყენება და სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვაა, ასევე ხალხი უნდა ეცადოს თავი აარიდოს გადატვირთულ თავშეყრის ადგილებს.

მოგზაურობასთან დაწესებულ აკრძალვებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლემა, საგანგებო სიტუაციების პროგრამების დირექტორმა, მაიკ რაიანმაც. მისი განცხადებით, ქვეყნები საზღვრებს სამუდამოდ ვერ ჩაკეტავენ, ხალხმა უნდა იმუშაოს და გაიხსნას ეკონომიკა.

„ეკონომიკები უნდა გაიხსნას, ხალხმა უნდა იმუშაოს, ვაჭრობა განახლდეს. საზღვრების ჩაკეტილ მდგომარეობაში დატოვება არ არის მდგრადი სტრატეგია მსოფლიო ეკონომიკისთვის, ღარიბებისთვის. ეს არავისთვისაა კარგი. ამიტომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ პროგრესი ნაკლებად სახიფათო გზით. ჩვენ ვმუშაობთ წევრ ქვეყნებთან ამ საკითხზე, ვმუშაობთ სამოგზაურო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და სხვებთანაც. თუმცა, ერთიანი, გლობალური პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ყველას მოერგება, რთულია, რადგან საფრთხეები განპირობებულია თითოეული ქვეყნის ადგილობრივი კონტექსტით და სიტუაციით“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.