მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ WHO-ს ოფიციალურად 2021 წლის 6 ივლისს დატოვებს

5f059d97e5b21
ნათია თაქთაქიშვილი
08.07.20 14:27
1130
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) 2021 წლის 6 ივლისს ოფიციალურად დატოვებს. ამის შესახებ Reuters წერს.

როგორც გამოცემა წერს, ერთი წლის განმავლობაში აშშ-მა ორგანიზაციაში ყველა გადასახადი უნდა გადაიხადოს. ჯანმო-ს ვებგვერდის ინფორმაციით, აშშ-ს 200 მლნ-ზე მეტი აშშ დოლარის გადახდა უწევს.

Reuters-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ნოემბერში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს,  ტრამპის გადაწყვეტილების შეცვლა WHO-ის დატოვებასთან დაკავშირებით შესაძლებელი იქნება.

ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი კი მიიჩნევს, რომ ახლა WHO-დან გამოსვლისთვის სწორი დროა. "WHO-მა მსოფლიოს უღალატა... ამას შედეგები უნდა მოჰყვეს", - განაცხადა მაიკ პენსიმ.

შეგახსენებთ, რომ აშშ WHO-ს ადანაშაულებს, რომ სათანადოდ ვერ შეასრულა თავისი ფუნქციები და მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ტრამპის თქმით, ორგანიზაციის მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთის დეზინფორმაციას ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური ხასიათი განაპირობა. ჯანმო აშშ-ის ბრალდებებს უარყოფს.

ტრამპმა ჯანმო-ს დაფინანსება აპრილში შეუწყვიტა, მაისში ორგანიზაციას რეფორმების გზაზე დადგომისთვის 30-დღიანი ვადა მისცა. ივნისში აშშ-მა ჯანმო-დან გამოსვლა დააანონსა.