მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO-ს დირექტორი: ქვეყნების კარანტინში დაბრუნების რისკი სავსებით რეალურია

5eb3bbbcdb175
ნათია თაქთაქიშვილი
07.05.20 11:39
1305
მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაციის (WHO) ოფიციალური წარმომადგენლები ქვეყნების ლიდერებს აფრთხილებენ, რომ პანდემიის შემდეგაც კი „წარმოუდგენელია ბიზნესის ჩვეულებრივ რეჟიმში დაბრუნება“. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს გებრეიესუსი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნისას ქვეყნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“კარანტინში დაბრუნების რისკი სავსებით რეალურია, თუ ქვეყნები ვერ მოახერხებენ, გარდამავალი პერიოდი უკიდურესად ფრთხილად და ეტაპობრივად გაიარონ”, – განაცხადა გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გებრეიესუსის პოზიცია გაიზიარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერხოვემ და განაცხადა, რომ “თუ შეზღუდვები ძალიან სწრაფად მოიხსნება, ვირუსმა შეიძლება იფეთქოს”.

„Covid-19- ის კონტროლის ერთადერთი გზა, ინფიცირებულთა კონტაქტების პოვნა, იზოლაცია და კარანტინია. ეს მოგვცემს ვირუსის მართვის შესაძლებლობას“-განაცხადა მარია ვან კერხოვემ.