24.მარტი .2020 12:20

WHO-ს ექსპერტი: 2-3 თვე დაგვჭირდება, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ

views 707
უკან

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი დოქტორ ბრიუს ელვარდი აცხადებს, რომ მსოფლიოს დაახლოებით, 2-3 თვე დასჭირდება, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ექსპერტი, რომელსაც ებოლასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლის 30-წლიანი გამოცდილება აქვს, აღნიშნულ განცხადებას ჩინეთის მაგალითის საფუძველზე აკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას time.com-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემასთან ინტერვიუში ექსპერტი აღნიშნავს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კორონავირუსი სრულიად გაუჩინარდეს, მაგრამ სპეციალისტები ამ ვირუსის მართვას ისწავლიან და შესაბამისად, ამხელა მსხვერპლი არ იქნება.

რაც შეეხება იტალიაში მაღალ სიკვდილიანობას, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს იმან განაპირობა, რომ იტალია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო „ხანდაზმული ერია“ და შესაბამისად, მსხვერპლიც მეტია.

კორონავირუსისგან თავის დაღწევის საუკეთესო გზა ამ ეტაპზე არის დაავადების სწრაფი ტესტირება და იზოლაცია. ექსპეტის აზრით, ბევრმა მთავრობამ დროული გადაწყვეტილების მიღება დაიგვიანა.

მისი აზრით, ვირუსის განმეორება თუნდაც ჩინეთში, სავსებით შესაძლებელია. მთავარია, ქვეყნის მთავრობა უფრო მობილიზებული შეხვდეს ვირუსის ახალ ტალღას მისი გამოჩენის შემთხვევაში. "ანუ უნდა მოხდეს სამედიცინო დაწესებულებების სპეციალური ინვენტარით უზრუნველყოფა", - ამბობს ექსპერტი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა