მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO-ს გაფრთხილება: COVID-შემთხვევების ზრდის გამო, „საშიშ მომენტს“ უნდა ველოდოთ

5f970b313b6cc
თამთა ჯიჯავაძე
26.10.20 23:10
1606
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ დედამიწაზე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში კორონავირუსის დღიური შემთხვევების ზრდის გამო „საშიშ მომენტს“ უნდა ველოდოთ. ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს. 

მისივე თქმით, მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირების შემთხვევათა ზრდა ეკონომიკური და სოციალური შეზღუდვების ძალიან ადრე შემსუბუქებამ განაპირობა.

ტედროს გებრეიესუსმა ასევე მოსალოდნელ ვაქცინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც კი მზად იქნება ის, ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებული.

„საუკეთესო გზა არის ყველა ქვეყანაში მხოლოდ ცალკეული ადამიანების აცრა, ვიდრე ყველა ადამიანის აცრა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში“, – განაცხადა WHO-ს ხელმძღვანელმა, – „ვაქცინის ნაციონალიზაცია პანდემიას კიდევ უფრო გაახანგრძლივებს და არა შეამცირებს“, – დასძინა მან.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირაა ათობით ქვეყანა კორონავირუსის დღიური შემთხვევების ზრდას განიცდის. განსაკუთრებით დაზარალებულია ევროპის ქვეყნები. მსოფლიოში კი ჯამში უკვე 43 551 700-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დადასტურებული. ვირუსს შეეწირა 1 161 811 ადამიანი.