მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO-ს ვებგვერდზე "შეცდომით" გამოქვეყნებული ცნობით, რემდესივირის პირველმა ტესტმა არ გაამართლა

5ea2a41d92668
ნათია თაქთაქიშვილი
24.04.20 23:30
2427
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ვებგვერდზე შეცდომით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთმა პირველმა ტესტმა პრეპარატ რემდესივირის ეფექტიანობა კორონავირუსის წინააღმდეგ ვერ დაადასტურა, ამან Gilead-ის აქციებზე ფასის 6%-იანი კლება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

WHO-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ჩინეთში ჩატარებული ერთ-ერთი პირველი კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება, რომელიც მოწმობს, რომ პრეპარატი Covid-19-ის წინააღმდეგ არ მუშაობს.

WHO-ს ვებგვერდზე შემთხვევით გამოქვეყნებულ ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთში ჩატარებული კვლევის მოკლე შეჯამების მიხედვით პაციენტები, რომლებიც რემდესივირს იღებდნენ, პროგრესი არ დაფიქსირებულა.

კვლევის მიხედვით, რომლის მოკლე შეჯამებაც WHO-ს ვებგვერდზე დროებით დაიდო, პრეპარატის ტესტირება საკონტროლო ჯგუფში ტარდებოდა. მასში 237 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან 158 რემდესივირს იღებდა, ხოლო 79 – პლაცებოს. ერთი თვის შემდეგ რემდესივირის მიმღები პაციენტების 13.9% დაიღუპა, შედარებისთვის მეორე ჯგუფში, სადაც სტანდარტულად მკურნალობდნენ, გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი 12.8 პროცენტი იყო.

როგორც გამოცემა წერს, WHO-ს ვებგვერდზე „შეცდომით“ გამოქვეყნებული მონაცემები, სავარაუდოდ, სრულყოფილი არ არის. კვლევა მართლაც ნაადრევად დასრულდა, რაც სავარაუდოდ, იმოქმედებდა შედეგებზე, მას ასევე აკლია კონტექსტი, რაც სავარაუდოდ, სრულ კვლევაში იქნება.

აღსანიშნავია, რომ რემდესივირი არის ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც კომპანია Gilead-მა თავის დროზე ებოლას წინააღმდეგ შექმნა, თუმცა სამეცნიერო წრეებში ასევე Covid-19-ის წინააღმდეგ გამოყენების თვალსაზრისითაც მიიჩნევოდა იმედის მომცემად.