მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO-ს წარმომადგენელი - ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ახალი ეპიდაფეთქებებისთვის

5ed0d5e2a22a5
ნათია თაქთაქიშვილი
29.05.20 13:27
913
COVID-19-ის საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი, ექიმი დევიდ ნაბარო აცხადებს, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს ახალი ეპიდაფეთქებებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას  BBC-ი ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ახალი კორონავირუსი არ წასულა და მას შემდეგ, რაც ადამიანების გადაადგილება კვლავ გაიზარდა, მოსახლეობა მზად უნდა იყოს ახალი ეპიდემიური აფეთქებებისთვის.

ექიმ ნაბაროს თქმით, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, მოქალაქეებმა ფიზიკური დისტანცირების წესების დაცვა უნდა განაგრძონ.

შეგახსენებთ, რომ ევროპამ უკვე დაიწყო კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა. შეზღუდვების მოხსნაზე უკვე განაცხადეს საფრანგეთმა,შვეიცარიამ, იტალიამ, ესპანეთმა,პორტუგალიამ, შვეიცარიამ, დანიამ, ავსტრიამ, ნიდერლანდებმა და ბელგიამ.

აღსანიშნავია, რომ ყველა ქვეყანაში სოციალური დისტანცირების ნორმების მკაცრი დაცვით გახსნილია სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინო-თეატრები და სილამაზის სალონები.