მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO-ს წარმომადგენელი ახალციხელი ექთნის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

605990393f646
თათია კაკიაშვილი
23.03.21 11:00
2142
„ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა - ანაფილაქსიის შესამცირებლად ვაქცინაცია უნდა კეთდებოდეს გარემოში, სადაც მედიკოსები არიან და საჭირო მედიკამენტები ხელმისაწვდომია“, - ეს განცხადება WHO-ს წარმომადგენელმა სუმია სვამინათანმა ახალციხელი ექთნის გარდაცვალების ფაქტის კომენტირებისას გააკეთა.

„მსოფლიოში ანაფილაქსიური შოკის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც მწვავე ალერგიული რეაქციაა ვაქცინაზე, თუმცა რეკომენდებულია, რომ ადამიანები აიცრან ისეთ გარემოში, ისეთ კლინიკებში, სადაც ისინი დაკვირვების ქვეშ იქნებიან და უზრუნველყოფილები იქნებიან ისეთი მედიკამენტებით, რომლებიც ალერგიული რეაქციის სამკურნალოდ გამოიყენება“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სუმია სვამინათანმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ მსოფლიოში ასეთი რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის აშშ-შიც, თუმცა ლეტალური შედეგების გარეშე.

"ანაფილაქსიური შოკის განკურნება შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო პრეპარატებით და აღჭურვილობით. მას, ვინც ვაქცინას მიიღებს, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ. განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვთ ანაფილაქსიის წინა ისტორია. ამ შემთხვევაში მათ სამედიცინო პერსონალისგან ძალიან ყურადღებით სჭირდებათ დაკვირვება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, შეტყობინების გაგზავნა, რომ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევები და ჩვენ ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ასეთი ფაქტები სიფრთხილის გამოჩენით და იმის უზრუნველყოფით, რომ ვაქცინაციის შემდეგ ადამიანები დაკვირვების ქვეშ იყვნენ, იმის უზრუნველყოფით, რომ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება, ხელმისაწვდომი იყოს მედიკამენტები მათ სამკურნალოდ, ვისაც ალერგიული რეაქცია ექნებათ“, - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

ჯანმო-ს წარმომადგენლს განცხადებით, საჭიროა, ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ ვაქცინების სარგებელი მის რისკს აჭარბებს.