მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO-ს წარმომადგენელი: კორონავირუსს „პოლიტიკურ ფეხბურთად“ ნუ გადააქცევთ

5f63554728164
ნათია თაქთაქიშვილი
17.09.20 16:36
811
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელი მაიკ რაიანი ქვეყნების მთავრობებს მიმართავს და მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიას „პოლიტიკურ ფეხბურთად“ ნუ გადააქცევენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი ამ განცხადებით აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორის რობერტ რედფილდის განცხადებას გამოეხმაურა. რობერტ რედფილდმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, კორონავირუსისგან დასაცავად პირბადე ვაქცინაზე უფრო ეფექტიანი იყოს. მოგვიანებით რედფილდის განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი აზრით, რედფილდი, უბრალოდ, დაიბნა და ვაქცინა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი წელს იქნება.

„მნიშვნელოვანია, გვქონდეს თანმიმდევრული გზავნილები ყველა დონეზე, არა მხოლოდ რომელიმე ქვეყანაში ან რომელიმე უწყებაში. მნიშვნელოვანია, მთავრობებმა, სამეცნიერო ინსტიტუტებმა მარტივი, გასაგები ინფორმაცია გაავრცელონ, რათა ადამიანებმა შესაბამისი ქმედებების განხორციელება შეძლონ. გასაგებია დაბნეულობა, გასაგებია შფოთვა და შიშები, მაგრამ არ არის საჭირო ამის პოლიტიკურ ფეხბურთად გადაქცევა“, – განაცხადა მაიკ რაიანმა.