28.აპრილი .2020 22:20

WHO-ს ხელმძღვანელი: პანდემია დასრულებისგან შორს არის

views 3989
უკან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ WHO შეშფოთებულია კორონავირუსის იმ აღმავალი ტრენდით, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში შეინიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის Twitter-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ქვეყნები, რომ კორონავირუსის პანდემია დიდხანს არ დასრულდება.

„პანდემია დასრულებისგან შორს არის, ჩვენ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა და ბევრი საქმე გვაქვს. მე კვლავ მოვუწოდებ მსოფლიოს სოლიდარობისკენ და ეროვნული ერთობისკენ, რათა დავუპირისპირდეთ ამ პანდემიას, მაგრამ ასევე აღვკვეთოთ სხვა პანდემიებიც და ავაშენოთ უფრო ჯანსაღი, უსაფრთხო სამყარო ყველასთვის და ყველგან. ეროვნული ერთობა გლობალური თანადგომის საძირკველია. თანადგომა, თანადგომა, თანადგომა - აი ამას გავიმეორებთ ყოველდღე. თუკი ჩვენ არ ვიქნებით ერთიანნი, ვირუსი ჩვენს შორის ნაპრალებიდან გაჟონავს და ქაოსს შექმნის. ადამიანები დაიღუპებიან. ჩვენ ამ ვირუსს დავამარცხებთ მხოლოდ ერთიანობით ეროვნულ დონეზე და სოლიდარობით გლობალურ დონეზე“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.