მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO-ს ხელმძღვანელი ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა

62151fd1d7a32
თამთა ჯიჯავაძე
22.02.22 22:00
986
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა.

ამის შესახებ გებრეიესუსი „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, შეხვედრისას განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა პანდემია და მისი დასრულების გზაზე რისკების მართვის მნიშვნელობა, ასევე ეკონომიკების გახსნა და სხვა მნიშვნელოვანი თემები.

შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე“ ზურაბ პოლოლიკაშვილმაც დაწერა.

„მადლობა ბატონ ტედროს UNWTO-სადმი უდიდესი მხარდაჭერისთვის, როგორც მნიშვნელოვან მონაწილეს გლობალური ეკონომიკის აღსადგენად ნდობის არქიტექტურის ერთობლივად შენების პროცესში. ჩვენ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა იმის შესახებ, თუ როგორ მივცეთ ქვეყნებს მიმართულება სამოგზაურო შეზღუდვების შესამსუბუქებლად, რისკების ანალიზის საფუძველზე, რათა ტურიზმის გადატვირთვა მოხდეს“, - დაწერა პოლოლიკაშვილმა.