მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO საზოგადოებას მოუწოდებს, "ომიკრონის" გამო საახალწლო ღონისძიებები გააუქმონ

61c1b98109af2
ნათია თაქთაქიშვილი
21.12.21 16:30
1491
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) საზოგადოებას აქტიურად მოუწოდებს, თავი შეიკავონ საახალწლოდ დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებებისგან, რადგან კორონავირუსის უახლესი შტამი, რომელიც "ომიკრონის" სახელწოდებით არის ცნობილი, სწრაფად განგრძობს გავრცელებას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ WHO-ს ხელმძღვანელის ტედროს გებრეისუსის თქმით, სადღესასწაულო ღონისძიებებზე მნიშვნელოვანი ადამიანთა ჯანმრთელობა და მათი ვირუსისგან დაცვაა.

„უმჯობესია სადღესასწაულო ღონისძიებებზე ვთქვათ უარი, ვიდრე ადამიანთა სიცოცხლე შეეწიროს. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს რთული რჩევანი“, - განაცხადა გებრეისუსმა.

BBC-ის ცნობითვე, ქვეყნების ნაწილი უკვე აქტიურად ებრძვის "ომიკორნის" შტამს, მათ შორის აწესებენ მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს.

აღსანიშნავია, რომ "ომიკორნის" შტამი უკვე დომინანტია აშშ-ში, სადაც ინფიცირების 73% სწორედ ახლ შტამზე მოდის; ამასთან, არსებული ინფორმაციით, თეთრი სახლი ქვეყანაში „ლოქდაუნის“ გამოცხადებას არ გეგმავს, თუმცა მოქალაქეებს ურჩევენ, თავი შეიკავონ 80-ზე მეტ ქვეყანაში მოგზაურობისგან.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დააწესა "ომიკრონის" წინააღმდეგ საბრძოლველად, ხოლო ნიდერლანდებმა საშობაო პერიოდში მკაცრი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა.

BBC წერს, რომ დიდ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც მიმდინარე კვირის დასაწყისში ახალი რეგულაციები დაანონსა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა სახის შეზღუდვებს გულისხმობდა. არსებული ინფორმაციით, ლონდონის ტრაფალგარის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო ზეიმი უკვე გაუქმებულია „საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“.

აღსანიშნის ისიც, რომ ომიკრონის გავრცელების მაღალი ტემპის გამო, ახალმა ზელანდიამ საერთაშორისო მოგზაურობის ეტაპობრივი გახსნა სულ მცირე თებერვლის ბოლომდე გადადო.