მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: შვედეთი მსოფლიოსთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს

5eaae18977e0e
ნათია თაქთაქიშვილი
30.04.20 18:45
2584
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), შვედეეთს ასახელებს როგორც მსოფლიოსთვის მისაბაძ მაგალითს კორონავირუსითან ბრძოლის თვალსაზრისით. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

„ვფიქრობ, რომ შვედეთი წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს დანარჩენი მსოფლიოსთვის, სამომავლოდ კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამ ქვეყანამ კარგი შედეგები აჩვენა მასობრივი საგანგებო მდგოამრეობის გამოცხადების გარეშე“, - განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მაიკ რაიანმა.

რაიანი, ასევე, პოზიტიურად აფასებს ქვეყნის მიერ გატარებულ ყველა ნაბიჯს ჯანდაცვის სისტემაში, რაც მოსახლეობის მასობრივ ტესტირებაში მდგომარეობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ შვედეთმა ჩამოაყალიბა ძალიან ძლიერი საზოგადოებრივი პოლიტიკა სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით.

"შვედეთმა განსხვავებულად კარგად გამოიყენა სოციალური დისტანცირების უნარები, რაშიც ქვეყნის მოსახლეობას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის“, - აცხადებს რაიანი.

30 აპრილის მონაცემებით, შვედეთში კორნავირუსის 21,092 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 2,586 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1,005 ინფიცირებული.