მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO თამბაქოს ჩარჩო-კონვენციის 20 წლის თავზე კონფერენციას მართავს

64240238c17ef
BM.GE
29.03.23 13:16
585
2023 წელი თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიისთვის მნიშვნელოვან პერიოდად მიიჩნევა. მიზეზი 2023 წელს პანამაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის შესახებ ჩანიშნული მხარეთა კონფერენციაა (COP), სადაც მონაწილე ქვეყნები თამბაქოს კონტროლის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რასაც მილიარდი მწეველის ჯანმრთელობაზე შეუძლია ზეგავლენის მოხდენა.

2023 წელს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის ოცი წლისთავი სრულდება. 2003 წელს ჩარჩო-კონვენციის თანახმად, თამბაქოს კონტროლი განისაზღვრა როგორც “მიწოდების, მოთხოვნის და ზიანის შემცირების სტრატეგიის ერთობლიობა, რომლის მიზანია, პოპულაციის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება თამბაქოს პროდუქტების მოხმარების შემცირების გზით და თამბაქოს კვამლისადმი მათი დაქვემდებარების პრევენციით”. თუმცა, თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიების იმპლემენტაციის შესახებ რეკომენდაციები კიდევ უფრო შორს მიდის.

ჯერ კიდევ 1997 წელს გაეროს წამყვანმა ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ “თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობისა და თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების მაჩვენებლის შემცირების მიზნით, მნიშვნელოვანია ტრიადული მიდგომების გამოყენება, რომელიც შემდეგ სამ კომპონენტს გულისხმობს: 1. თამბაქოს მოხმარების პრევენცია 2. მოწევის შეწყვეტა 3. იმ ადამიანების მავნე ტოქსიკური ნივთიერებებისადმი დაქვემდებარების შემცირება, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს ტრადიციული თამბაქოს მოხმარებას”.

საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს სიგარეტის კვამლში არსებული მავნე ქიმიური ნივთიერებები იწვევს. აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, “ნიკოტინი არის ის, რაც ადამიანებს აიძულებს, გააგრძელონ თამბაქოს მოხმარება. თუმცა, თამბაქოსა და თამბაქოს კვამლში არსებული ათასობით ქიმიური ნივთიერება თამბაქოს ფატალური ზიანის მომტან ფაქტორად აქცევს”.

რას ნიშნავს ეს? კვამლი წვის შედეგად გამოყოფილი ქიმიური ნივთიერებების ერთობლიობაა, რომელიც მავნე ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს. თუმცა, თამბაქოს ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები არ მოიცავს წვის პროცესს, შესაბამისად, არ გამოყოფენ კვამლს, რის გამოც ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, ამცირებენ მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას.

მუდმივად მზარდი სამეცნიერო მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები შესაძლებლობას აძლევს იმ მწეველებს, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას, გააკეთონ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული არჩევანი და შეამცირონ საკუთარი ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი.

უფრო მეტიც, დღეს მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესაძლებლობას და მას საკანონმდებლო და საგადასახადო პოლიტიკის შემუშავების პროცესში იყენებს.

უდავოა, რომ მწეველთათვის საუკეთესო არჩევანს მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს, თუმცა, როგორ დაეხმარება ეს ასობით მილიონ მწეველს, რომლებიც კვლავ აგრძელებენ თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას?
აზიისა და ოკეანეთის კოალიციის თამბაქოს ზიანის შემცირების ადვოკატებმა (CAPHRA), რომლებიც ცხრა წევრ ორგანიზაციას აერთიანებენ, მიმართეს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის დელეგაციას, რათა მათ განეხილათ მტკიცებულებები რომლებიც ხელს შეუწყობს ზიანის შემცირების სტრატეგიის განხილვას დაგეგმილ კონფერენციაზე.

“მხარეთა კონფერენციაში მონაწილე დელეგატებმა უნდა მოახდინონ მოსახლეობის სურვილებისა და უფლებების დაცვა. იმ მოსახლეობის, რომელთა მიერ გადახდილი გადასახადებითაც იღებენ ისინი დაფინანსებას. შესაბამისად, მონაწილეთა ვალდებულებაა, მიიღონ მოსახლეობისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები და გაითვალისწინონ ნიკოტიის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების სამეცნიერო მტკიცებულებები, რათა შენარჩუნებული იყოს დემოკრატიული პრინციპები”, - წერენ აზიისა და ოკეანეთის კოალიციის თამბაქოს ზიანის შემცირების ადვოკატები.

შესაბამისად, თამბაქოს ზიანის შემცირებისათვის აუცილებელია, მხარეთა კონფერენციის მონაწილეებმა გაიზიარონ თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის პოტენციალი და განახორციელონ მისი თამბაქოს კონტროლის სტრატეგიაში იმპლემენტაციის საკითხი.