მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO ტრამპის მუქარას ეხმაურება: ახლა დაფინანსების შემცირების დრო არ არის

5e902973c6ad0
ნათია თაქთაქიშვილი
10.04.20 12:24
1052
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს ქლუგერი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება WHO-ის დაფინანსების შემცირებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ახლა ამის დრო არ არის. ამის შესახებ ინფრომაციას The Guardian-ი ავრცელებს.

"ჩვენ ჯერ კიდევ პანდემიის მწვავე ფაზაში ვართ, ამიტომ ახლა არ არის დრო, რომ დაფინანსება შემცირდეს. ერთმანეთი კი არ უნდა დავადანაშუალოთ, პირიქით, უნდა გავერთიანდეთ, რადგან თუ ასე არ ვიმოქმედებთ, შეიძლება უარესი დაგვემართოს", - განაცხადა ჰანს ქლუგერმა ვირტუალურ ბრიფინგზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა საკუთარ მიმართვაში აღნიშნა, რომ ახალა ერთმანეთისკენ ხელის გაშვერის და დადანაშაულების დრო არ არის.

ტრამპი და მისი მხარდამჭერები WHO-ს ადანაშაულებენ, რომ ორგანიზაციამ დროულად არ ატეხა განგაში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.

10 აპრილის მონაცემებით, კორონავირუისთ ინფიცირებულთა რაოდენობა 1,607,595 შეადგენს, გარდაიცვალა 95,794 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 357,164 პაციენტი.