მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: უკრაინაში საავადმყოფოებზე თავდასხმის შემთხვევები ყოველდღე იზრდება

623ebac8231bf
ალა ისპირიანი
26.03.22 11:02
839
უკრაინაში საავადმყოფოებზე, სასწრაფო დახმარების მანქანებსა და ექიმებზე 70-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ამის შესახებ BBC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ბოლო სამიზნე 8 მარტს ხარკოვის სამხრეთით მდებარე ქალაქ იზიუმში ახლად გარემონტებული ცენტრალური საავადმყოფო იყო.

უკრაინის ხელისუფლების თქმით, ის რუსული ჭურვები იყო. ამასთან, ქალაქის მერის მოადგილის მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეო-ფოტო მასალა საავადმყოფოს შენობას ასახავს, სადაც გასულ წელს აშენებული ახალი მიმღები მთლიანად განადგურდა.

"პირველი დაბომბვის შემდეგ საავადმყოფოს მინები ააფეთქეს", - განუცხადა მერის მოადგილემ ვოლოდიმირ მაცოკინმა BBC-ს. მისივე თქმით, მეორე თავდასხმამ გაანადგურა საავადმყოფოს საოპერაციო ოთახები.

24 თებერვლიდან WHO-მ განიხილა და გადაამოწმა უკრაინაში ჯანდაცვის დაწესებულებებზე თავდასხმის 72 შემთხვევა. აღმოჩნდა, რომ შედეგად მინიმუმ 71 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა.