20.ივლისი .2020 21:23

WHO: ვაქცინასთან დაკავშირებით პროგრესი არის, თუმცა, წინ დიდი გზაა გასავლელი

views 670
უკან

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით პროგრესი არის, თუმცა, წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ჟენევაში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე WHO-ს საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა მიულოცა მეცნიერებს წინსვლა, რომლებიც ოქსფორდში ვაქცინაზე მუშაობენ და განაცხადა:

„ეს არის პოზიტიური შედეგი, თუმცა, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი“.

შეგახსენებთ, ოქსფორდის ვაქცინამ ტესტირება წარმატებით გაიარა - ის ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას იწვევს. ამის შესახებ ინფორმაცია BBC-იმ გაავრცელა.

მისივე თქმით, ახლა უფრო მასშტაბური ტესტირებები უნდა გაიაროს პოტენციურმა ვაქცინებმა. ამ ეტაპისთვის 23 ვაქცინა მუშავდება კორონავირუსის საწინააღმდეგოდ.

თავის მხრივ, WHO-ის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ წარმატებული ვაქცინა უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი.