16.სექტემბერი .2020 23:40

WHO: ყოველდღიური ცხოვრება პანდემიამდელ მდგომარეობას 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება

views 935
უკან

WHO-ს მთავარი მეცნიერის სუმია სვამინათანის განცხადებით, ყოველდღიური ცხოვრება მსოფლიოში პანდემიამდელ მდგომარეობას შესაძლოა, 2022 წამდე ვერ დაუბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ იმედის თვალით ვუყურებთ 2022 წელს. WHO-ს ვარაუდით, ამ დროისთვის უკვე გვექნება ვაქცინა და შესაბამისად, ვაქცინის საფუძველზე მოსახლეობა შეძლებს იმუნიტეტის გამომუშავებას. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მოგვიწევს ფიზიკური დისტანციის დაცვა, ნიღბების გამოყენებდა და ასევე რესპირატორული ჰიგიენის შენარჩუნება“, - განაცხადა სუმია სვამინათანმა გაეროს მიერ გამართული ვირტუალური კონფერენციის დროს.

WHO-ს მთავარი მეცნიერი აღნიშნავს, რომ ვირუსის სწრაფი გადადების შესაჩერებლად აუცილებელია მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 60-70%-ს ჰქონდეს იმუნიტეტი.

„უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ეტაპზე უცნობია რამდენ ხანს გასტანს ვაქცინის მიერ გამომუშავებული იმუნიტეტი და გახდება თუ არა აუცილებელი დამატებითი დოზის მიღება“, - აცხადებს სუმია სვამინათანი.

WHO-ს მთავარი მეცნიერი ფიქრობს, რომ კორონავირუსის „ამოძირკვა“ წარმოუდგენელია და მთავარია მისი კონტროლი ვისწავლოთ. მისი განცხადებით, კორონავირუსი სეზონურ დაავადებად არ გადაიქცევა, მაგრამ ვირუსს ექნება ახალი შემთხვევების აღმასვლის და დაღამსვლის პერიოდები.