მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO–ს ხელმძღვანელი: მხოლოდ ვაქცინა შეაჩერებს ვირუსის გავრცელებას

5e94bcf744e88
თამთა ჯიჯავაძე
14.04.20 00:00
7195
მხოლოდ ეფექტური ვაქცინა შეაჩერებს კორონავირუსის გავრცელებას მსოფლიოს მასშტაბით, – ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოს მჭიდრო კავშირი ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსის კვლავ გაცოცხლება გაგრძელდება.

„საბოლოო ჯამში, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნა და დანაწილება იქნება საჭირო იმისათვის რომ სრულად მოხერხდეს ვირუსის გადაცემის შეჩერება“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა უმრავლესობა ამბობს, რომ ვაქცინა, რომელიც ადამიანებს კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტს აძლევს, ვერ შეიქმნება და მასობრივად ვერ იწარმოება სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში.