მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში სად არის საწვავი ყველაზე იაფი და ყველაზე ძვირი?

63846126a9eca
გიორგი თოლორდავა
28.11.22 12:10
1577

მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასები კარდინალურად განსხვავდება. ნავთობითა და ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებში ბენზინის, დიზელისა თუ სხვა სახის ნავთობპროდუქტების ფასები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა თითქმის სრულადაა დამოკიდებული იმპორტზე.

ერთ ლიტრ ბენზინზე მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასი ვენესუელაში ფიქსირდება, სადაც ის 0.016 დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, ლიტრი საწვავი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში ღირს, სადაც ფასი 2.954 დოლარს აღწევს.

დაბალი ფასებია ლიბიაში, ირანსა და ანგოლაშიც, ხოლო საწვავი საშუალოდ ყველაზე ძვირი სკანდინავიურ, მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ღირს.

ქვეყნები, სადაც საწვავის ყველაზე დაბალი ფასებია (ლიტრი, დოლარი):

1. ვენესუელა - 0.016
2. ლიბია - 0.031
3. ირანი - 0.053
4. ანგოლა - 0.315
5. ალჟირი - 0.331
6. ქუვეითი - 0.341
7. თურქმენეთი - 0.428
8. ეგვიპტე - 0.439
9. ნიგერია - 0.441
10. მალაიზია - 0.448


ქვეყნები, სადაც ყველაზე მაღალი ფასებია:

1. ჰონგ-კონგი - 2.954
2. სამხ. აფრიკის რესპუბლიკა - 2.347
3. ირლანდია - 2.297
4. საბერძნეთი - 2.114
5. ნორვეგია - 2.095
6. ბარბადოსი - 2.051
7. ფინეთი - 2.040
8. შვეიცარია - 2.026
9. დანია - 2.004
10. ნიდერლანდები - 1.999


ფასები რეგიონში:

1. აზერბაიჯანი - 0.588
2. რუსეთი - 0.851
3. თურქეთი - 1.077
4. საქართველო - 1.130
5. სომხეთი - 1.290.