მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მოწვეულ ე.წ. „ანგელოზ ინვესტორებს“ უმასპინძლებს

60c1ebfc6cbb3
თელარა გელანტია
10.06.21 14:44
1022
თბილისი 23-24 ივნისს ესტონეთიდან, ლიეტუვადა და ლატვიიდან მოწვეულ ე.წ. „ანგელოზ ინვესტორებს“ უმასპინძლებს.

როგორც bm.ge-ის მერიიდან აცნობეს, მათი ვიზიტის მიზანია, საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და ადგილობრივი სტარტაპებისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა. ღონისძიების ფარგლებში თბილისს ეწვევიან Litban-ის (Latvian Business Angel Network), Latban-ის (Lithuanian Business Angel Network) და Estban-ის (Estonian Business Angels Network) ინვესტორები.

პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ე.წ. pitch day - მოკლე პრეზენტაციების წარდგენა, სადაც წინასწარ შერჩეულ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ფინანსების მოზიდვის მიზნით, 24 ივნისს, უცხოელი და ქართველი ინვესტორების წინაშე საკუთარი საინვესტიციო პროექტები წარადგინონ.

დაინტერესებულ, ტექნოლოგიური მიმართულებით სტარტაპებს), 15 ივნისის 18:00 სთ-მდე შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ მითითებულ ბმულზე: https://cutt.ly/SnRwItb 

შერჩეულ კომპანიებს საკუთარი პროექტების წარსადგენად ექნებათ 5 წუთი. ღონისძიების შემდგომ გაიმართება Networking სესიაც. შერჩეულ კომპანიებს pitch day-ზე წარდგენამდე ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრეინინგი.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის და "ანგელოზ ინვესტორთა" ქსელის - AXEL ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერია სტარტაპ ბიურო და თიბისი ბიზნესი.