მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არსი:“ უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა გაგრძელდება

615eeb5d707ec
თათია ჩაფიჩაძე
08.10.21 09:00
895
კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის ინფორმაციით, უძრავ ქონებზე ფასის ზრდა გაგრძელდება. „საქმიანი დილის“ ეთერში ორთოიძემ აღნიშნა, რომ მშენებლობის თვითღირებულება ამ დროისთვის 30%-ით, ფასი კი 10%-ით არის გაზრდილი.

„ფასზე ორი ფაქტორი ახდენს გავლენას, ერთი ის, რომ ზოგადად თბილისში და საქართველოში ფასი იყო მზარდი, ეს ფასი გაჩერდა 2020 წელს და გაგრძელდა მიმდინარე წელს; ამ ფაქტორს ემატება ინფლაცია.

ორნიშნა ინფლაცია გაქვს და სამშენებლო სექტორში ეს კიდევ უფრო მაღალია, დაახლოებით 30%-ით გაძვირდა თვითღირებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცალსახად ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. მიმდინარე წელს ეს 10%-ია ზრდაა.

რაც შეეხება ფასების შემცირებას, უნდა გვახსოვდეს რომ ეს არ არის პირველადი საჭიროების პროდუქტი, როგორიცაა, საწვავი, მედიკამენტები, რომელებზეც უნდა გვიხაროდეს ფასის შემცირება. უძრავი ქონების ნაწილი აქვს სახელმწიფოს, დანარჩენი მოსახლეობას, შესაბამისად, მისი შემცირება უარყოფითად აისახება ყველაზე და ეს ნიშნავს, რომ ყველა ვღარიბდებით. ამიტომ უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა ქვეყნისთვის და ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია“ - ფიქრობს ბესო ორთოიძე.