„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მთავრობის მეთაური ამ წუთებში ბრიფინგს მართავს.
პრემიერის თქმით, გაზაფხულზე მკაცრი „ლოქდაუნი“ სწორი გადაწყვეტილება იყო. „მაშინ ელემენტარული პირბადე არ გვქონდა ქვეყანაში“, - აღნიშნა მან.