მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წიაღის მომპოვებლებს მიწა აუქციონის გარეშე გადაეცამათ, თუ ადგილზე საწარმოს ააშენებენ - კანონპროექტი

5dc401a1ca83b
BM.GE
07.11.19 15:33
1366
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც წიაღისეულის მომპოვებლებს მიწის გადაცემას გარკვეული პირობით სთავაზობს.

კანონპროექტი კომიტეტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ წარადგინა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას.

„ჩვენ გვსურს წიაღის სექტორში მაქსიმალურად მოვიზიდოთ ინვესტიციები და უკვე არსებულ თუ მომავალ ინვესტორებს შევუქმნათ კომფორტი, რომ წიაღის მოპოვების პარალელურად მოხდეს მისი გადამუშავება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი განმარტებით, მთავრობის ინიციატივა მდგომარეობს შემდეგში: როდესაც გაცემულია წიაღის მოპოვებაზე ლიცენზია, მიწა მიეცეს ამ ლიცენზიის მფლობელს პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე იმ პირობით, რომ მოხდება გადამამუშავებელი საწარმოს აშენება.

ნინო ენუქიძის თქმით, მიწის ფლობა ავტომატურად იქნება მიბმული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადაზე. ლიცენზიის გაუქმება იქნება პირდაპირი საფუძველი იმისა, რომ ასე გაცემულ მიწაზე გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდეს.

“ეს ერთგვარად ხელს შეუწყობს და წაახალისებს ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებასაც, ინვესტიციების მოზიდვას და ა. შ. განსაზღვრულია აღნიშნული წესით გასაცემი მიწის ფართობიც - იგი იქნება არა უმეტეს 3 ჰექტრისა.