საქართველოს პარლამენტის სესიაზე მოხსენების დროს, რომელიც „მინისტრის საათის“ ფორმატში გაიმართა, ნათია თურნავამ წიაღის სექტორის რეფორმასა და წიაღისეულის ეკონომიკაში ჩართვის დაჩქარებისკენ მიმართულ გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, წიაღისეულის საბადოების ეკონომიკურ საქმიანობაში ეფექტიანად ჩართვის მიზნით ბოლო 6 თვის განმავლობაში ხორციელდება არაერთი ცვლილება.
„მთავრობამ სულ ახლახანს დაამტკიცა წიაღის სექტორის ახალი სტრატეგია, რომლის ფარგლებში ვნერგავთ ინტეგრირებულ სალიცენზიო სისტემას - „ერთი ფანჯრის“ პრინციპს, ვამარტივებთ ბიუროკრატიულ პროცედურებს, განსაკუთრებულად ვეხმარებით მცირე ბიზნესს - ახლახანს 120-ზე მეტმა მცირე საწარმომ მიიღო ტექნიკური წყლის ლიცენზია, მომავალ წელს ველოდებით 3000-ზე მეტ სამუშაო ადგილს“ - განაცხადა მინისტრმა.
როგორც ნათია თურნავამ განმარტა, რეფორმის ძირითადი არსი არის საქართველოში წიაღის მოპოვებასთან ერთად წიაღის გადამუშავების წახალისება იმდაგვარად, რომ ამ სექტორში მეტი დამატებული ღირებულება იქმნებოდეს ქვეყნის შიგნით და არა მის ფარგლებს გარეთ. „ჩვენი რეფორმა გათვლილია წიაღის არა მხოლოდ მოპოვების სტიმულირებაზე, არამედ მისი საქართველოში გადამუშავების წახალისებაზე და ამ ვალდებულებებს ჩვენ ავსახავთ ლიცენზიებში. აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში აშენდა 218 წიაღის გადამამუშავებელი ახალი საწარმო და ჩვენი რეფორმის ფარგლებში ეს პროცესი გეგმაზომიერ სახეს იღებს“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ინფორმაციისთვის: 2019 წლის 11 თვის განმავლობაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გაიცა 466 ლიცენზია. აუქციონის ფასისა და მოსაკრებლის სახით ნოემბრის თვის მდგომარეობით ბიუჯეტში შევიდა 58 მლნ ლარზე მეტი, და რაც მთავარია, 11 თვის მონაცემებით გაცემული ლიცენზიების საინვესტიციო მოცულობა 80 მლნ ლარს აჭარბებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ