მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წიგნების ფასი იზრდება

614f1716483ce
ლიკა გურაბანიძე
26.09.21 21:32
692
წიგნების მაღაზიებში და გამომცემლობებში მესამე კვარტლის ბოლოს, მეორე კვარტლისგან განსხვავებით ვითარება კვლავ გართულდა. მიზეზი ისევ პანდემიაა, სატრანსპორტო შეზღუდვებმა, რომელიც უკვე მოიხსნა წიგნის მაღაზიები მნიშვნელოვნად დააზარალა.

“ბიზნესის შენარჩუნებასთან ერთად, მოგების ნახვა ძალიან რთულია” - ასეთია მოკლე შეფასება, მაღაზია „წიგნები ვაკეში”. სადაც განმარტავენ, რომ ბეჭდვაზე და ნედლეულზე, ასევე უცხოურ ლიტერატურაზე გაძვირებული ფასები მაღაზიას მძიმედ დააწვა, შედეგად ფასები მცირედით, თუმცა მაინც გაზარდეს.

“ადრე თუ უცხოური ლიტერატურა 10 ევრო ღრდა ახლა ის 12 ევრო ღირს. შესაბამისად, როცა უცხოურ ენოვან წიგნს ვყიდულობდით კურსი სულ სხვა იყო, ხოლო დღეს სულ სხვაა. საშუალოდ მინიმუმ 30%-იანი ფასის ზრდაა.” - განაცხადა “Book Mark წიგნები ვაკეში“ დამფუძნებელმა, მარიამ კიკაჩეიშვილმა.

საქსტატის თანახმად, 2021 წლის აგვისტოში წიგნების ფასი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5%-ით იყო გაზრდილი.