09.სექტემბერი .2019 18:18

Wikipedia შეფერხებით მუშაობს

views 132
უკან

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში Wikipedia-ს მასშტაბური შეფერხება აქვს. პორტალ Downdetector-ს ინფორმაციით, ონლაინ ენციკლოპედიის გაუმართაობაზე მომხმარებლები დიდი ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, პოლონეთში, შვედეთში, შვეიცარიასა და სხვა უამრავ ქვეყანაში ჩივიან.


მომხმარებელთა 80% საიტის მუშაობისას პრობლემებს უჩივის, ხოლო 20% -ს ავტორიზაციის გავლა უჭირს. რა გახდა საიტის გაუმართაობის მიზეზი უცნობია. პრობლემის აღმოფხვრაზე სპეციალისტები უკვე მუშაობენ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვიკიპედიაში ეს მეორე მასშტაბური შეფერხებაა.