მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს ივანიშვილის ფონდის “აქსის თაუერსს”?

61a9f79345a75
შოთა ტყეშელაშვილი
03.12.21 17:00
4029
“აქსის თაუერსი” ორ 41-სართულიან კოშკს აერთიანებს, ნაგებობების სიმაღლე 150 მეტრია და ის თბილისში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი და საოფისე კომპლექსია. ის მოიცავს 16,000 კვ მეტრ საცხოვრებელ, ასევე 16,700 კვადრატულ მეტრ კომერციულ ფართს და Pullman-ის 5-ვარსკვლავიან სასტუმროს 226 ნომერს, რომლის ოპერირებაც ჯერ არ დაწყებულა.

პროექტის მაკონტროლებელი მხარეა კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული GCF GP-ი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

სს “აქსის თაუერსმა” 2020 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის შემოსავლები 14.1 მილიონი ლარი იყო, 2019 წელს კი კომპანიამ 10.4 მილიონის შემოსავალი მიიღო. ამასთან, 2020 წელს კომპანიის ზარალი 36.1 მილიონი ლარი იყო, 2019 წელს კი ფირმის ზარალი 9.9 მილიონს შეადგენდა.

ქართული ცათამბჯენების აქტივები 2020 წლის ბოლოსთვის 270 მილიონ ლარს შეადგენდა.

კომპანიის საბანკო სესხების მოცულობა კი 239.4 მილიონი ლარია, ფირმას აქვს 196.2 მილიონი ლარის საბანკო სესხები და 43.2 მილიონის სესხები დაკავშირებული მხარისგან, ანუ “თანაინვესტირების ფონდთან” დაკავშირებული კომპანიისგან.

კომპანიისთვის შემოსავლის მთავარი წყარო გასულ წელს ბინების რეალიზაცია იყო, საიდანაც ფირმამ 13.2 მილიონი ლარი მიიღო.