მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რითია განსხვავებული საქართველო, როგორც საინვესტიციო ქვეყანა?

617527dd2366f
ელენე გოგბერაშვილი
25.10.21 10:30
762
საქართველოს, როგორც საინვესტიციოდ კონკურენტუნარიანი ქვეყნის პოტენციალზე #ფორბსკვირასთან ინტერვიუში სააგენტო "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილმა ისაუბრა. 

საგადასახადო რეჟიმი, დაბალი საოპერაციო ხარჯი და იაფი სამუშაო ძალა, ეს ის უპირატესობებია, რაც მისი თქმით, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან გამოარჩევს. 

"ჩვენ ყველა შეთავაზებას ვაწყობთ იმ ტენდენციებზე, რასაც ვხედავთ მსოფლიოს მასშტაბით, ანუ არ არის ეს მხოლოდ ის, რომ საქართველოს მარტო თვითონ აქვს კარგი შეთავაზება, არამედ ვაკვირდებით რა ხდება სხვა ქვეყნებში და ამიტომაც ვფიქრობთ, რომ საქართველო ხდება უფრო კონკურენტუნარიანი. მაგალითისთვის, ჩვენთან არის ოპერირებისთვის დაბალი ხარჯი, რაც შეგიძლია დღეს შესთავაზოთ ინვესტორს.

რომ შევხედოთ ტენდენციას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ბაზირებულია ბევრი ინდუსტრიული კომპანია, მათ რეალურად საოპერაციო ხარჯები როგორ სამუშაო ძალის ნაწილში, ისე სხვა ნაწილში, იქნება ეს ელექტროენერგიის ფასი, წყლის ფასი, გაზის ფასი თუ სხვა, რეალურად საკმაოდ ეზრდებათ, ამიტომ მხოლოდ ბუნებრივია ის, რომ ინვესტიციას ახასიათებს მუდმივ რეჟიმში ციკლები, როდესაც გეოგრაფიულად უწევთ სხვაგან გადანაცვლება. ჩვენ სწორედ ამ ტენდენციაზე გვაქვს აწყობილი ჩვენი შეთავაზებაც, რომ აი ასეთ დროს, როცა კომპანიები არიან ორიენტირებულები ამ ხარჯების შემცირებაზე და ორიენტირებულნი არიან მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიცირებაზე.

თავიდან იყო მომენტი და მოლოდინი, რომ ყველა კომპანია დატოვებდა ჩინეთს, მაგრამ ვნახეთ, რომ სხვა მოცემულობაა, რომ კომპანიები გადადიქნ დივერსიფიკაციაზე, აი ამ ორის კომბინაციაში ვხედავთ ჩვენ, ჩვენს მთავარ უპირატესობას. ასევე ეს არის კონკურენტული შეთავაზება, რომ გვყავს სამუშაო ძალა კონკურენტულ ფასად, იგივე საოპერაციო ხარჯები დაბალია, ასევე საგადასახადო რეჟიმი, რომელიც ჩვენთვის დიდი უპირატესობაა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შეიძლება სთავაზობდეს მას ე.წ წამახალისებელი მექანიზმის სახით, საქართველოში ბუნებრივად ეს მოცემულობა არსებობს. ამის კომბინაცია არის ის, რაც გვაძლევს იმის საშუალებას ვთქვათ, რომ რეალურად საქართველოს აქვს კონკურენტული შეთავაზება"-ამბობს თორნიკე ზირაქიშვილი.